Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჭკადუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში დერმატო-ვენეროლოგად; შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ქ. რუსთავში და მუშაობა დაიწყო ქიმიური კომბინატის მედიკო სანიტარულ ნაწილში ქირურგად; შემდგომში იგი დააწინაურეს ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1972 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და ორი წელი მსახურობდა წყნარი ოკეანის სასაზღვრო ჯარებში ჯერ ქირურგად, ხოლო შემდეგ წამყვან ქირურგად; ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო ქ. თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ტრავმატოლოგად; სხვადასხვა დროს მუშაობდა აქვე მიმღებ განყოფილებაში, თორაკალური და პირველად ქირურგიულ განყოფილებაში ქირურგად; 1988 წელს დანიშნეს ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ ქირურგიის დარგში; 1995 წელს გადაიყვანეს პირველი კლინიკური საავადმყოფოს მკურნალობის ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსად; აირჩიეს დირექტორთა საბჭოს წევრად; შემდგომში დანიშნეს საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილედ სამკურნალო დარგში; 2006-2011წწ. მუშაობდა შპს "პირველი კლინიკურის" დირექტორად სამკურნალო დარგში; 2011 წლიდან მუშაობს შპს "თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს" მიმღების გენერალური დირექტორის მოადგილედ სამედიცინო დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის ორგანიზაციაში და პროქტოლოგიაში. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.449 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |