The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ ჭელიძე

რაჟდენ ჭელიძე
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1976  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი; ფოთის პოლიტექნიკური სასწავლებელი.

სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მესტიის რაიონში და აქტიურად ჩაება ზემო სვანეთის აღმშენებლობაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა თემების: ჭუბერის, ნაკრის, ლახამულის და ხაიშის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. შემდგომ წლებში იგი გადაიყვანეს სვანეთის ოქროს მოპოვების (ტოქსინის) სამმართველოს პარტიული ორგანიზაციის მდივნად. მისი საქმიანობა განსაკუთრებით გამოირჩეოდა საავტომობილო გზების მშენებლობის პერიოდში. 1937 წელს დანიშნეს მესტიის რაიონის საგზაო სამმართველოს უფროსად და დიდი შრომა გასწია ჭუბერი, ხაიშის, ნაკრის, ბეჩო, მაზერი, ადიში, მულახი, კალა უშგულის გზების მშენებლობისათვის. სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ. ომის პერიოდში იყო სვანეთში შექმნილი მოხალისეთა ბატალიონის წევრი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.451


გააზიარე: