The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა შანავა

კობა შანავა
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

მედიცინის დოქტორი, პროფესორი. ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი. ღვიძლის ქირურგიისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელი საქართველოში. მის სახელს უკავშირდება 100-ზე მეტი წარმატებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ქვეყანაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის პირველი ცენტრის დაარსება საქართველოში, 1000-ზე მეტი წარმატებულუ ქირურგიული ოპერაცია სიმსივნური პათოლოგიების დროს.

2003-2005წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის, ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 2006 წელს იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2004 - საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მეცნიერ თანამშრომელი; 2007- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სალექციო ასისტენტი; 2007 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი; 2007-2010წწ. პეჩის უნივერსიტეტის ქირურგიული ტექნიკისა და კვლევების დეპარტამენტის ექიმი სტაჟიორი (უნგრეთი); 2010-2015წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2011 წელს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტის სტაჟიორი ქირურგი (გერმანია); 2011 – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი; 2012 – აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი; 2012 – თსსუ  დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი; პროგრამის "ლაპაროსკოპიულ ქირურგია" ლოკალური ხელმძღვანელი; 2013 – პოლ ბრუსის კლინიკა, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის ცენტრი, ექიმი სტაჟიორი (საფრანგეთი, პარიზი); 2014-2018წწ. "ავერსის" კლინიკის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015 – სეულის საუნივერსიტეტო კლინიკა (SNUH), ექიმი სტაჟიორი (სამხრეთ კორეა სეული); 2016 – სეულის საუნივერსიტეტო კლინიკა (SNUH), ექიმი სტაჟიორი (სამხრეთ კორეა სეული); 2016 – მეიოს სახელობის კლინიკა, ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტი, ექიმი სტაჟიორი (შეერთებული შტატები, ფლორიდა); 2017 – იელის სამედიცინო ცენტრი, ჰეპატო-ბილიარული ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტი, ექიმი სტაჟიორი (შეერთებული შტატები, ნიუჰევენი); 2017 – სეულის საუნივერსიტეტო კლინიკა (SNUH), ექიმი სტაჟიორი (სამხრეთ კორეა სეული); 2017 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი; 2018 – საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი; 2018 – სამედიცინო ცენტრი "ინოვა"-ს ჰეპატო ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2019 - ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური დირექტორი; 2022-2023წწ. ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი; 2023 წლიდან სამხრეთ კორეის ტრანსოლანტაციის სამედიცინო ჟურნალის სარედაქციო კომისიის წევრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია, პრეზიდენტი (2005-2010)
  • საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოება, დამფუძნებელი, პრეზიდენტი
  • საქართველოს ჯან-დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭო, წევრი, დარგის ექსპერტი

გააზიარე: