The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო ხუბუა

გიზო ხუბუა
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ხუბუა
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1989 წელს.

1996 წლიდან მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ. 2011 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა გერმანიაში (ბერლინი); 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ჯგუფური გამოფენაში ჰოლანდიაში (ლაიდენი), ხოლო 2016 წელს კი ჯგუფურ გამოფენაში თურქეთში (სტამბული). მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, თურქეთი) გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (2011-2017)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის
  • 2006 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1998 - საქართველოს მხატვართა კავშირის პრემია
    წლის საუკეთესო ნამუშევარი

გააზიარე: