The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯეირან ხარძიანი

ჯეირან ხარძიანი
Date of birth:19 August, 1944  (80 years)
Category:Aviator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კალა, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქ. სარატოვის საფრენოსნო სასწავლებელი 1966 წელს; ქ. კიევის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტი 1989 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მფრინავად; იყო ავია ესკადრელიის მეთაური; საფრენოსნო რაზმის მეთაური; 1994-2001წწ. ხელმძღვანელობდა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობას; 1993 წელს იგი ჩაირიცხა საგანგებო-სატრანსპორტო საავიაციო ჯგუფში და ბრძოლების რაიონში მრავალი წარმატებული გაფრენა განახორციელა; 2001 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საავარიო-სამაშველო სამსახურის უფროსად. მონაწილეობდა ჯარის გადაადგილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაში. აფხაზეთის ომის აქტიური მონაწილე; "ტუ-154"-ის ლაინერის მეთაური.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.454

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის

Share: