შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ვაშალომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მთისპირი, ოზერგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი და მიიღო ინჟინერ-მექანიზატორის სპეციალობა 1940 წელს. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე იგი გაიწვიეს სატანკო ბატალიონში, უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდებით ჯერ ყირიმში, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ გახდა სამხედრო ავტოსახელოსნოების უფროსი. 1947 წელს დემობილიზებული დაბრუნდა არმიიდან და მუშაობდა საქართველოს მანქანათა საგამოცდო სადგურში უფროს მეცნიერ მუშაკად; 1949-1954წწ. მთავარ ინჟინრად; 1954-1966წწ. დირექტორად; I977 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტიფიკაციის სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი ლაბორატორიის ხელმძღეანელად. მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხში. გამოქვეყნებული აქვს 76 ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია, აქვს აგრეთეე 5 საავტორო მოწმობა. დაიმსახურა მრავალი ორდენი და მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 42 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |