| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უჩა ხარძიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კალა, მესტიის რაიონი. დაამთავრა მესტიის პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშობა დაიწყო კალის რვაწლიან სკოლაში პედაგოგად; 1952 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ მესტიის რაიკომის მეორე მდივნად; 1958 წელს იგი გადაიყვანეს მესტიის რაიკომში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ; 1960 წელს აირჩიეს მშობლიურ სოფელ კალაში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; 1967 წელს გადავიდა მუდმივ საცხოვრებლად და სამუშაოდ გარდაბნის რაიონში და მუშაობა დაიწყო პარტიის რაიკომში; 1970 წელს გადაიყვანეს სოფელ მზიანეთში საშუალო სკოლის დირექტორად. მისი ინიციატივით და უშალო ხელმძღვანელობით აშენდა მზიანეთის საშუალო სკოლა. 1981 წელს გადაიყვანეს გარდაბნის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ; 1983 წელს დანიშნეს გარდაბნის რაიონული კულტურის განყოფილების გამგედ. მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით ქალაქ გარდაბანში აშენდა და გაიხსნა ქართული საშუალო სკოლა. მიღებული ქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.455 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

