შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინა დივნოგორცევა-გრიგოლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ენოტაევკა, ასტრახანის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს (მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ვ. (ლ.) გრიგოლია). 1940 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მას ეკუთვნის, ძირითადად ქართული, რუსული და საზღვარგარეთის კლასიკური ლიტერატურის დაზგური და წიგნის გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციების ნამუშევრები; მხატვარმა თავი მოუყარა მეუღლის, ვ. (ლ.) გრიგოლიას არქივსა და მის შემოქმედებით მემკვიდრეობას, მოამზადა და გამოსცა წიგნები: "ლ. გრიგოლია, დაზგური და წიგნის გრაფიკა" (ტ.1, 1989), "ლ. გრიგოლია და ქართული შრიფტის ხელოვნების საფუძვლები" (2004); ნაყოფიერად მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკის დარგში; გააფორმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" (ტრიპტიქი, 1968), რ. როლანის "მიქელანჯელო ბუონაროტის ცხოვრება" (1940), უ. თეკერეის "ამაოების ბაზარი" (1951), უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (1961), მ. სერვანტესის "დონ კიხოტი" (1950), ბ. პრუსის "ფარაონი" (1958), ა. ფრანსის "ღმერთებს სწყურიათ" (1958); ავტორია სხვადასხვა კომპოზიციებისა ("თამარი და შოთა რუსთაველი", "აკაკი მეუღლესთან ერთად", "ილია და აკაკი გრიბოედოვის საფლავთან") და პლაკატებისა; სხვა ნამუშევრებია: "ქართლის პეიზაში" (1943), "აკაკი წერეთლის სახლი სხვიტორში" (1953), "გაზაფხულის პორტრეტი" (1964), "თინა წავკისელი" (1967), "ვარდები თებერვალში" (1972) და სხვა. გამოცემული აქვს ლექსების კრებული "ფრესკა" (გაფორმება და ილუსტრაციები ავტორისა, თბ., 1986, რუს. ენაზე). გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.428; ინა დივნოგორცევა-გრიგოლია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 16 ოქტომბერი. - N240(4969). -გვ.8 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |