Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კალატოზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კალაური, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1940 წელს. 1941 წლის ივნისიდან იგი დიდი სამამულო ომის ფრონტზე იყო, მონაწილეობდა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარბანაკის ნაწილების საბრძოლო მოქმედებებში სევასტოპოლთან. მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 280-ე ცალკე ავტოსატრანსპორტო ასეულში. ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა მოქმედ არმიაში, შემდეგ კი სპეციალობის მიხედეით განაგრძო მოღვაწეობა. საქმიანობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, "საქსოფტექნიკის" დიღმის სარემონტო ქარხნის დირექტორად, საქართველოს ზონალურ მანქანათა საგამოცდო სადგურის დირექტორად. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა საქართველოს კ. ამირეჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო შრომა და მიიღო აგრეთვე 6 საავტორო მოწმობა. მიღებული აქვს მრავალი ორდენი და მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 54-55 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |