The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ კვაშილავა

გრიგოლ კვაშილავა
Date of birth:1921  (104 years)
Date of death:20??
Category:Public official, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკევრი ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, საიდანაც როგორც მოხალისე წავიდა სამხედრო სამსახურში.

1941-1945 წლებში იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, შემდეგ ბელორუსიის მესამე ფრონტზე. იყო ოცეულის და ასეულის მეთაური. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ. 1948 წელს დაინიშნა ქ. ფოთის პიდრომელიორაციის ტექნიკუმში პედაგოგად. აქვე დააწინაურეს ჯერ დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1966 წელს შეთავსებით მუშაობდა ქ. ფოთში არსებულ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს სწავლების ფაკულტეტის დეკანად; 1967-1973 წლებში არჩეული იყო ქ. ფოთის პარტიის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად და 1970-1973 წლებში ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თაემჯდომარედ. 1973 წლიდან სამუშაოდ გადმოვიდა თბილისში საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტის" მთავარ სპეციალისტად და მალე აგხდა ამავე ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დოცენტად. 1982 წლის დეკემბერში აირჩიეს ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დეკანად. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1987 წლამდე. შემდეგ ეკავა დოცენტის თანამდებობა. 1990 წლის მარტის თვიდან არჩეულ იყო კათედრის პროფესორად. გამოაქვეყნებული აქვს 61 სამეცნიერო შრომა, რომელთა შორის ორი სასელმძღეაჩელოა, ერთი მონოგრაფია და სხვა. დაჯილდოებულია ორდენებითა აგრეთვე 11 მედლით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 57-58

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: