შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქიშვარდ კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იწა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1942 წლის იანვარმი გაიწვიეს საბჭოთა არმაიში, ჩარიცხეს რეაქტიულ-სანაღმტყორცნო ("კატიუშების") გვარდიულ პოლკში. 1946 წლის მარტში დაბრუნდა შინ. ამავე წელს შევიდა საქართვეელოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ - 1951 წლიდან სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. 1955 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1956 წელს გადაიყვანეს ახალქალაქის ექსპერიმენტული მეურნეობის გამგედ. 1961-1995წწ. მუშაობდა ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცენარეთა ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის განყოფილების გამგედ. იყო 38 მეცნიერული ნაშრომის ავტორი. მისი ნაშრომები ეხება მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებსა და ბიოქიმიურ ხარისხობრივ მაჩვენებლებს. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 61-62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |