The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი კოჩინაშვილი

ალექსი კოჩინაშვილი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1902  (124 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით 1933 წელს.

1934-1936 წლებში მუშაობდა ქ. იჟევსკის მეტალურგიულ ქარხანაში საამქროს უფროსად; I937-1941წწ. ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანაში ინჟინერ-დამპროექტებლად. 1941 წელს დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს არმიაში, მიენიჭა კაპიტნის წოდება, მონაწილეობდა კავკასიის დაცვაში. ომიდან დაბრუნების შემდეგ, როგორც სპეციალისტი დაინიშნა თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროს უფროსად და მთავარ მეტალურგად, სადაც მუშაობდა 1950 წლამდე. ინჟინრის სპეციალობას კარგად უთავსებდა მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმანობას. 1945 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, გახდა დოცენტი და კითხულობდა ლექციებს საქართეელოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1992 წლამდე. იყო შრომის დაცვის სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 63

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი (ორგზის)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: