The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯამბულ ბიწაძე

ჯამბულ ბიწაძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ქუთაისის პროფესიული სასწავლებელი 1980 წელს; 1981 ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით ზოგადტექნიკური დისციპლინები და ფიზიკა 1985 წელს; ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტის იურდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნე 2000 წელს.

1982 წლიდან იყო ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედეგოგიური ინსტიტუტის კომენდანტი; 1985 წლიდან ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედეგოგიური ინსტიტუტის ლაბორანტი და პარალელურად ფიზიკის მასწავლებელი თერჯოლის სკოლაში; 1987 წლიდან ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ინჟინერი; 1992 წლიდან ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრო-ბიოლოგიური სადგურის დირექტორი; 1993-1999წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში; 1999-2001წწ. იყო წლამდე ქუთაისის სს ენერგო კომპანიის დირექტორი; 2001-2004წწ. ქ. ქუთაისის მერიის კეთლიმოწყობის სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერების ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია, სახელმძღვანელო და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
სადისერტაციო თემა - "ტერიტორიული ფინანსების ფორმირება და გამოყენება საქართველოში გარდამავალ ეტაპზე", დაიცვა 2002 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეციერებათა აკადემია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (2019-)
  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აპარატის უფროსი (1995-2010)
  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: