შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის მოკლევადიანი სამხედრო სასწავლებლი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის აგროპედ ფაკულტეტი 1954 წელს. 1943 წლის 23 იანვარს მეცხრე კლასიდან გაიწვიეს წითელ არმიაში. იბრძოდა სმოლენსკში მოქმედი მსროლელი დივიზიის პოლკში ბატალიონის მეთაურის მეკავშირედ. 1944 წლის 12 იანვარს მძიმედ დაჭრილი მკურნალობდა ჰოსპიტალში, სამედიცინო კომისიამ იგი ინვალიდად ცნო და გაათავისუფლა არმიიდან. 1950-I960 წლებში მასწავლებლობდა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეთბის ტექნიკუმში. 1961 წელს გადავიდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1968 წელს. 1969 წელს მიიღო დოცენტის წოდება. დაჯილდოებულია ორდენითა და 7 მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 69-70 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |