The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იროდიონ მაჩაიძე

იროდიონ მაჩაიძე
Date of birth:23 June, 1916  (108 years)
Date of death:19??
Category:Historian, Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭიშრე, ონის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში; დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1936 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1941 წელს. 

მუშაობდა აბრეშუმის ძაფსაღებ ფაბრიკაში. 1941 წლის დეკემბერში მოხალისედ წავიდა საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის ფრონტზე. დაამთავრა ბაქოს სამხედრო საზენიტო არტილერიის სასწავლებელი, მიიღო ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა მსროლელი ოცეულის მეთაურად. 1942 წლის მარტში ის მძიმედ დაჭრეს. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი გაანაწილეს ზურგში სამუშაოდ. 1942 წლის ივლისში გაიგზავნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის კადრების განყოფილების განკარგულებაში, მსახურობდა თავის სამხედრო სპეციალობით ყაზანში, ქუთაისსა და მანგლისში, 296-ე დივიზიაში ტანკსაწინააღმდეგო ბატარეის მეთაურად. მას მიანიჭეს კაპიტნის სამხედრო წოდება. სამამულო ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1976-1987წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ისტორიის კათედრის გამგე. 1981 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და ერთი წლის შემდეგ მიიღო პროფესორის წოდება. მას გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრიმი, მათ შორის 4 მონოგრაფია. მისი ნაშრომები ძირითადად ეხება რუსეთში, ამიერკავკასიასა და საქართველოში XX საუკუნეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობის ისტორიას. იყო სამედიცინო უნივერსიტეტის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა სამეცნიერო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია ორდენითა და მრავალი მედლით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 71-72

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: