The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიშა ხერგიანი (უმცროსი)

მიშა ხერგიანი
Legal name:მიხეილ ხერგიანი
Date of birth:1929
Date of death:1966  (at 37 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

მისი სპორტული კარიერა დაიწყო ყაბარდო-ბალყარეთში. 1949 წელს სხვადასხვა მწვერვალებზე ათჯერ განახორციელა ასვლები; 1955 წელს მონაწილეობა მიიღო მეოთხე კატეგორიის მწვერვალის ადირსე-ბაშის ტრავერსში გრინოვსკის გზით; იმავე წელს ავიდა იმავე მწვერვალზე გოლუბოვის გზით; ასევე დალაშქრა "ა" კატეგორიის სამი მწვერვალი; 1956-1958წწ. გაიარა სტაჟირება ალპინისტურ ბანაკ "მეტალურგ"-ში და მიანიჭეს ფრიადოსანი ინსტრუქტორის წოდება; 1957 წელს დაიპყრო "სულიკალი" და მწვერვალი "ულუტაუ-ჩანი"; ხელმძღვანელობდა მეხუთე "ა" კატეგორიის მწვერვალ "დიხტაუზე" მონაწილეთა ასვლას; 1958 წლის მარტში დაიპყრო მეოთხე "ა" კატეგორიის მწვერვალი "სურიკ-ზამი"; 1956-1961წწ. მუშაობდა ინსტრუქტორად ალპინისტურ ბანაკებში; იყო სამთო-მოთხილამურეთა გადასვლების და შეკრებების ხელმძღვანელი; სამაშველო სამსახურის უფროსი სპორტსაზოგადოება "სპარტაკში"; აქტიურად მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებებში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ბრინჯაოს, ოქროს მედლები, პირველი ხარისხის დიპლომი. მთამსვლელი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.472

Awards and Honors

  • 1964 - სსრკ ჩემპიონი (ოქროს მედალი, ალპინიზმი)
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი (ალპინიზმი)

Share: