The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო იშხნელი

ნინო იშხნელი
Date of birth:1898
Date of death:1967  (at 69 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დები იშხნელების კვარტეტი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941 წელს. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია ნინო იშხნელის როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში. მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. იმ ქუჩას ქუთაისში, სადაც მათი სახლი დგას და სადაც ისინი გაიზარდნენ, 2006 წლიდან "დები იშხნელების" ქუჩა ჰქვია, ასევე 2006 წელს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დაიდგა მათი ქანდაკება, სადაც მომღერალი გოგონები არიან გამოქანდაკებულნი ხალხური საკრავებით ხელში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონოგანყოფილებაში დაცულია დები იშხნელების ვოკალური კვარტეტის სიმღერების ფონოჩანაწერები. ეროვნულ არქივის კოლექცია მოიცავს დები იშხნელების თითქმის მთელ რეპერტუარს - "სულიკო", "ტურფავ, ტურფავ", "მხოლოდ შენ ერთს", "ჩემო ციცინათელა", "ყოველ სნეულებაზე" და სხვ. ჩანაწერები წარმოდგენილია გრამფირფიტების (1950-1979 წლები), ასევე, მაგნიტური ფირის სახით. ფონოჩანაწერების გარდა, ეროვნული არქივში კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში ინახება კინოდოკუმენტები: კინოჟურნალი "საბჭოთა საქართველო" (1949 წელი); 1950 და 1964 წლებში გადაღებული კინოსიუჟეტები; 6-ნაწილი ფილმ-კონცერტი "სულიკო" (1984 წელი). ქართული ქალაქური ფოლკლორის (ფოლკის) სიმღერების შემსრულებელი, ვოკალური კვარტეტის წევრი.

წყარო: ნუმც მოიშლება ხსენება მათი... : კრებული / გელა ქოქიაშვილი.-თბ.,2019.-345-351; ჟურნალი Copyright-ი : პირველი ჟურნალი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში: gca.ge (გვ. 26-37); ა. ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი : folk.gov.ge

Awards and Honors

  • 1949 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: