შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბაძველი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს. 1936-1942 წლებში მუშაობდა ჯერ ტყიბულის რაიონის სოფელ სანირის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, შემდეგ სოფელ ხრესილის საშუალო სკოლის დირექტორად. 1942 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. იყო ქართული მსროლელი დივიზიის პოლიტხელი და მონაწილეობდა 1942 წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთ კავკასიაში ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში მდინარე ბაქსანის ხეობაში. დიდი სამამულო ომის დამთაერების შემდეგ დაუბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას და შეუდგა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1946-1949წწ. მუშაობდა ხრესილის საშუალო სკოლის დირექტორად. 1949 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და დაიწყო მუშაობა ვ. ი. ლენინის ცენტრალერი მეზეუმის თბილისის ფილიალში ჯერ ლექტორად, შემდეგ მეცნიერ თანამშრომლად. 1963 წლიდან სამუშაოდ გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად. დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და 1965 წელს მოიპოვა დოცენტის სამეცნიერო წოდება. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე მეცნიერული შრომა, მათ შორის სამი მონოგრაფია. ამავე დროს იყო პარტიების ისტორიის კათედრაზე კოლექტიურად მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი. ომგადახდილი მეცნიერი, ომისა და შრომის ვეტერანი რთულ პირობებშიც ნაყოფიერად ეწევა აქტიურ სალექციო-პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების ისტორიის კათედრაზე. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 78-79 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |