Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მოდებაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საკურწე, ჭიათურის რაიონი. 1944 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჭიათურის თეატრში - მსახიობად. მას შესრულებული აქვს 200-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: გოგია (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), არჩილი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), მათია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), დათიკო (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), რალფი (ა. პარნასის "აფროდიტეს კუნძული"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დავით ბრეგაძე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), რაიკომის მდივანი (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს ძინავს"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), მიტუა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") და სხვა. გ. მოდებაძეს კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სირბილაძე ("შერეკილები"), დათა ბრეგაძე ("სამანიშვილის დედინაცვალი"), ნიორაძე ("ქორწინება იმერულად"); ავტორია ჭიათურის თეატრში დადგმული პიესებისა: "მეგობრის ნაამბობი" (1968) და "ცარცის გორა" (1981). წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.4; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge; ახალი შემოქმედებითი სულისკვეთებით : ჭიათურის თეატრის მსახიობის გივი მოდებაძის მოღვაწეობა / თემურ შიმშილაშვილი // თეატრალური მოამბე. - თბილისი,1987.- N6.- გვ.66-67 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |