Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კალისტრატე მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქარველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის ტროლეიბუსების სამმართველოში მთავარ ენერგეტიკოსად. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დროს მსახურობდა საავიაციო ნაწილში. აქტიურად მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში კავკასიის ფრონტზე და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების განთავისუფლებისათვის. მეორე მსოფლიო ომის დამთაერების შემდეგ მუშაობდა "ვიესხის" თბილისის ფილიალში და საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მისი მეცნიერული მუშაობა ძირითადად შემოისაზღვრებოდა ცხვრის საკრეჭი ელეტრიფიცირებული ხელის აპარატისა და სხვა ორიგინალური ხელსაწყოების შექმნით. ეს ნამუშევრები ფართო მასშტაბით დაინერგა საქართველოს მეცხვარეობის სისტემაში. გამოაქვეყნებული აქვს 90 ნაშრომი და მიღებული აქვს საავტორო მოწმობა. მიღებული აქვს ორდენები და 8 მედალი. ტექნიკის მეცნიერების კანდიდატი, უფროსი მეცნიერ მუშაკი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 82-83 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |