The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ნიკოლაძე

კონსტანტინე ნიკოლაძე
სხვა სახელი:კოტე ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:1860  (165 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში ივანე ტაიგელის ოჯახში, სადაც მამამ, იაკობ ნიკოლაძემ მიაბარა უცხო ენების-ფრანგულისა და გერმანულის შესასწავლად. 1872 წლის იანვარში სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად კონსტანტინე ნიკოლაძე, ძმამ, ნიკო ნიკოლაძემ ევროპაში წაიყვანა. იგი ჟენევაში მიაბარეს ცნობილი ფრ. ბეისტის სკოლაში. (ეს ფაქტი მოხსენებული აქვს ივანე მესხს თავის წერილში "ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში" ("კრებული", 1873 წ., №10). კონსტანტინე ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი ქართველი მეცხრამეტე საუკუნეში, რომელმაც პირველმა მიიღო საშუალო განათლება ევროპაში. ჟენევაში ყოფნის დროს იგი ხშირად კითხულობდა ლექსებს ქართველი ახალგაზრდობის საზოგადოებაში "უღელი". ეს ამბები და საერთოდ მთელი თავგადასავალი კონსტანტინე ნიკოლაძეს დაწვრილებით აქვს აღწერილი "ჩემს მემუარებში", რომელიც საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში ინახება (2308/4). კონსტანტინე ნიკოლაძე შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნდა 1876 წელს და სწავლა გააგრძელა თბილისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1883 წელს და იმავე წელს გაემგზავრა პეტერბურგში და ჩააბარა მაზინგის უმაღლეს კურსებზე. საქართველოში დაბრუნდა 1886 წელს, 1925 წლამდე მუშაობდა ქუთაისსა  და თბილისში ჯერ ფრანგული და გერმანული ენების მასწავლებლად, ხოლო შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში იყო. კონსტანტინე ნიკოლაძე 90-იანი წლებიდან თანამშრომლობდა "ივერიაში", "მოამბეში", "ნიშადურში", "საქართველოში". გამოქვეყნებული აქვს რუსი და ევროპელი კლასიკოსების თარგმანები (პუშკინი, ნეკრასოვი, დიკენსი და სხვ.). "Сванетия" (историко-экономический очерк), ფელეტონების სერია, "Новое обозрение", 1897 წ., № 4719-4752.2. "მგოსანს", ლექსი, "მოამბე", 1901 წ., № 9.3. პუშკინის "მე ქუჩა-ქუჩა როცა დავდივარ", "მოამბე", 1902 წ., № 1.4. "რაშია ბედნიერება" (დიკენსის მოთხრობა), "მოამბე", 1905 წ., № 1.5.  ნეკრასოვის ლექსი "ნიშადური", 1905 წ., "ქართველი ქალი" (ისტორიულ-შედარებითი მიმოხილვა) და სხვ. სისტემატიურად თანამშრომლობდა რუსულ გაზეთებთან: "Закавказье", "Обзор", "Новое обозрение", "Тифлисский листок". იაკობ ნიკოლაძის შვილი, ნიკო ნიკოლაძის ძმა.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1 / გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი.-თბ.,2013.-გვ.41-42


გააზიარე: