The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯარახმათ ფალიანი

ჯარახმათ ფალიანი
ოფიციალური სახელი:ჯარახმათ სეტიელი
დაბადების თარიღი:1917  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:მესტიის სასაფლაო, სვანეთი
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. 

იყო დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური სამუშაოების შემსრულებელი; იფარის ოქროს წარმოების უბნის უფროსი; მესტიის რაიონის საგზაო განყოფილების მთავარი ინჟინერი; 1955 წელს საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს გეოლოგიური პარტიის გეოლოგი; საძიებო საქმეთა მწარმოებელი; 1958 წელს სვანეთის მაღაროთა სამმართველოს დირექტორი; მესტიის რაიონის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის დირექტორი; სვანეთში არსებულ საბადოთა აღმომჩენი; სვანეთის მარმარილოს მაღაროთა სამმართველოს დირექტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: