Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი პატარავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი 1937 წელს და სწავლა განაგრძო ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო-სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1942-1943 წლებში იბრძოდა ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, იყო ბატალიონის უფროსის მოადგილე. 1943 წელს გაგზავნეს ბუინინსკის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1944-1945 წლებში იყო პირველ უკრაინის ფრონტზე ასეულის მეთაური კაპიტნის წოდებით. 1945 წლის მარტში მძიმედ დაიჭრა და მკურნალობდა ქ. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში. 1946 წლის მაისიდან, დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობდა ჩაის და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის აგროტექნიკის განყოფილებაში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1949 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1951 წელს საქართველოს მთავრობის დავალებით ის გაემგზავრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჩაის მეთესლეობის საკითხებს. 1952-1973წწ. იყო ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მან გამოაქვეყნა 45 შრომა და დიდი როლი შეასრულა სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით მეჩაიეობის განვითარებაში, მისი მრავალმხრივი გამოკვლევების საფუძველზე დამუშავებულია ჩაის ბუჩქის გასხვლის სახეების მორიგეობის სისტემები. ის არის ჩაის მცენარის ფესვთა სისტემის შესწავლის მეთოდიკის ავტორიც. 1957-1973წწ. როგორც სწავლულმა რედაქტორმა, დიდი მუშობა გასწია ბიულეტენ "სუბტროპიკული კულტურების" მაღალ მეცნიერულ დონეზე მომზადებისა და გამოცემისათვის. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1972 წელს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი, აგრეთვე სხვა ჯილდოები. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 92-93 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |