შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გოგილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1925-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტში. 1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში; 1937 წელს იყო კინოფილმის "ნარინჯის ველის" რეჟისორის ასისტენტი; 1933-1941 წლებში "სახკინმრეწვის" წარმოებისა და სასცენარო განყოფილების უფროსია; 1945-1948 წლებში იყო "ქდსკფ" (ქრონიკალურ - დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია) სტუდიის დირექტორი; 1948-1954 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს აპარატის მუშაკი; 1954-1959 წლებში კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, 1959-1962 წლებში კინემატოგრაფისტთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა; 1969 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გ. გოგილაშვილი, როგორც სცენარისტი მონაწილეობდა მრავალსერიანი ფილმის "საბჭოთა საქართველოს ნახევარი საუკუნის მატიანის" შექმნაში. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.5 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |