The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბექნუ ხერგიანი

ბექნუ ხერგიანი
Date of birth:1912
Date of death:1990  (at 78 years)
Burial location:იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეზოში, ხერგიანების საგვარეულო სასაფლაო, მესტია
Category:Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

საბჭოთა კავშირის ალპინისტთა ისტორიაში, თანაგუნდელ მეგობრებთან ერთად განახორციელა კლდოვანი გზით სამხრეთ უშბაზე ასვლა, რითაც დაამკვიდრა მწვერვალებზე კლდოვანი გზით ასვლები. 1950 წელს ავიდა შხელდა-უშბაზე; 1952 წელს დალაშქრა შხარა-რუსთაველი; ჯანღა-კატინაუ-თეთნულდი; 1957 წელს პამირში დარვაზის ქედის დალაშქვრისათვის მან ოქროს მედალი დაიმსახურა; 1960 წელს გადალახა ზულმარტისა და იმიერალაის ქედი და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა; მის მიერ განხორციელებულია მრავალი ასვლები პამირსა და კავკასიონის მწვერვალებზე. მან იალბუზის დასავლეთის მწვერვალზე ასვლისას ჩამოხსნა გერმანელების მიერ ატანილი ნაცისტური დროშა. ალპინიზმში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვებული იყო სამამულო ომის ორდენით და მედლებით "მამაცობისათვის" და "კავკასიის დაცვისათვის". იგი არჩეული იყო ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპიური კლუბის საბჭოს წევრად. საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი, მესტიის სამთო-სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.472; კარგ ქართველთა სასაფლაო: geonecropol.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ალპიური კლუბის საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • სსრკ ჩემპიონი (4 გზის)
  • სამამულო ომის ორდენი
    ალპინიზმში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: