Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
შოთა ვადაჭკორია
Date of birth: | 20 June, 1951 (73 years) |
Category: | Historian, Scientist, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1977 წელს.
1979 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხალხთა მეგობრობის მუზეუმში; 2000-2006 წლებში მუშობდა იმავე აკადემიასთან არსებულ პოლიტოლოგიის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 2006 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 15 ივნისამდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 2019 წლის ოქტომბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორია; წლების მანძილზე დედაქალაქის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1986 წელს დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო, 2002 წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; ინტესიურად იკვლევს ქართული პოლიტიკური აზროვნების, ქართული ემიგრაციისა და საქართველოს უახლესი პერიოდის პოლიტიკური ისტორიის სხვა აქტუალურ საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 37 წიგნი და ბროშურა, რომელთაგან 14 მონოგრაფიაა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
Bibliography
- "ოსების გენოციდის" მითი და 1918-2022 წლების ისტორიული სინამდვილის პარადიგმები = The Myth of the "Ossetians Genocide" and the Paradigms of Historical Reality in 1918-2022 : მონოგრაფია (Author). - თბილისი, გეორგია, 2023. - 356გვ.. - ISBN: 9789941851513
- საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ქრონიკა (1921 წელი) (Author). - თბილისი, ირიდა, 2021. - 212გვ.. - ISBN: 9789941832413
- ოსური საკითხი და ქართული სინამდვილე (1917-1925 წწ.) = Ossetian question and the Georgian reality = Осетинский вопрос и грузинская действительность (1917-1925 гг) (Author) // წიგნი 1. - თბილისი, უნივერსალი, 2020. - 608გვ.. - ISBN: 9789941266379
- ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში (1921-1990) = Georgian Emigration and National Liberation Movement in Georgia (1921-1990) (Author) // წ. 1. - თბილისი, უნივერსალი, 2018. - 474გვ.. - ISBN: 9789941278464
- საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ზოგიერთი ფაქტორის დაზუსტებისათვის : 1921 წლის თებერვალ-მარტი (Author). - თბილისი, გეორგიკა, 2016. - 136გვ.. - ISBN: 9789941084638
- ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე) (Author). - თბილისი, პარნასი, 2014. - 282გვ.. - ISBN: 9789941067655
- კოდორის ხეობის დილემა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი (1993-2010) (Author). - თბილისი, გეორგიკა, 2014. - 380გვ.. - ISBN: 9789941065385
- ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (Author) // ნაკვ. 1, (1917-1918). - თბილისი, 2008. - 186გვ.. - ISBN: 9789941002496
- საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე) (Author) // წ. 2. - თბილისი, მემატიანე, 2006. - 865გვ.. - ISBN: 9994006665
- ებრაელთა საკითხი და ქართული სინამდვილე (1921-1940) (Author). - თბილისი, მემატიანე, 2005. - 222გვ.. - ISBN: 9994003666
- საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე) (Author) // წ. 1. - თბილისი, მემატიანე, 2003. - 539გვ.. - ISBN: 9992804971
- ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში (Author). - თბილისი, მეცნიერება, 2001. - 496გვ.. - ISBN: 9992802251
- საქართველო-სომხეთის ურთიერთობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1918-1920 წ.წ.) (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1999. - 144გვ.. - ISBN: 9992851155
- ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1921-1923 წ.წ.) (Author). - თბილისი, 1998. - 160გვ.
|