Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩოჩიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სემინარიის დასრულების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ ჯავაში. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში - "დროებაში", "მწყემსში" და სხვა გაზეთებში. აქტიურად იყო ჩართული ოსების კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ცხოვრების საკითხებში. ერთ-ერთი პირველი იყო ოს მოღვაწეთა შორის, ვინც ქართულ პრესაში აშუქებდა ოსების კულტურის, რელიგიის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და რთული სოციალური მდგომარეობის საკითხებს. მოსახლეობისთვის სასარგებლოდ ცდილობდა ე. წ. "ხიზნების საქმის" გადაწყვეტას. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაპყრო ყურადღება ნართების ეპოსის შეგროვებისა და კვლევის მნიშვნელობას. სამხრეთ ოსეთში პირველი საერო მასწავლებელის, XIX საუკუნის 80-90 იანი წლების პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწის თომა ჩოჩიევის (ჩოჩიშვილი) შვილი. წყარო: საერთო ფასეულობები ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღსადგენად / პაატა გაჩეჩილაძე, კობა ჩოფლიანი.-თბ.,2022.-გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |