შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე საჩინოელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ვანი. დაამთავრა სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. წერდა ლექსებს. დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი "განთიადი". მოგვიანებით "გამოცანების" წერა დაიწყო. ჯერ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა, შემდეგ შეჰქონდათ სახელმძღვანელოებში, ბავშვებისათვის საკითხავ კრებულებში. "ნაკადულმა" გამოსცა "გამოცანების" რამდენიმე წიგნი. 1917-1918წწ. ცხოვრობდა ბაქოში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაბრუნდა სოფელში, სადაც ჯერ სახალხო გამომძიებლად დაინიშნა, მერე - სახალხო მოსამართლედ. ორი წელი მუშაობდა ხრესილის უბნის მოსამართლედ. იყო ზესტაფონის ნოტარიუსი. ავადმყოფობის გამო პენსიაში გავიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში. თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.463 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |