შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. სწავლობდა ჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში. 1943 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა ფოთის თეატრში რეჟისორ ნ. გოძიაშვილის ხელმძღვანელობით; ამავე დროს მოსწავლეთა სახლის დრამწრეს ხელმძღვანელობდა; 1945 წელს ფოთის თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხადილა (ს. შანშიაშვილისა "ხევისბერი გოჩა"), ტარასი (გ. ქელბაქიანის "ჩვენი პირადი საქმე"), გედეონ მოსიძე (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), შუშანა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), გორდევანი (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები"), პეტრე (ი. ჭვჭვაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ალანი (მუხთაროვის "ალანის ოჯახი"), ტებანო (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), გარსევანი (ალ. ყაზბეგის "არსენა"), ალექსანდრე (აკ. წერეთლის "კინტო"), ბერესტი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), შადიმანი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), კარლოს მეორე (ა. დენერის, ფ. დიუმანუას "დონ სეზარ დე ბაზანი"), ილარიონი, ბაბილო, ტიგრან გულოიანი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს", "საბრალდებო დასკვნა"), გაიოზ გადალენდია (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), მიტუა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), არქიფო (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), რასპუტინი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), კრეონი (ევრიპიდეს "მედეა"), რამაზ ავალიანი (ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე"), დათიკო (შ. მანაგაძის "ღია შუშაბანდი") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.6 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |