The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ფერაძე

გიორგი ფერაძე
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1990  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებოსტნეობა, მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი და მიიღო სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია 1949 წელს; საქართეელოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა მეხილეობის განხრით 1954 წელს.

1941 წელს, საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, გაიწვიეს არმიაში, სადაც მსახურობდა 1945 წლამდე; იგი მონაწილეობდა კავკასიის გმირულ დაცვაში და სხვა დიდმნიშვნელოვან საომარ ოპერაციებში; მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრონომად; 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1955-1957წწ. მსახურობდა მეხილეობის საცდელი სადგურის ჯავის საყრდენი პუნქტის გამგედ; 1957-1977წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელ სადგურში მეხილეობის განყოფილების გამგედ; 1970 წლიდან იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში მეხილეობის სელექციის განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი; გამოაქვეყნა 40-ზე მეტი ნაშრომი, მან განსაკუთრებით ნაყოფიერი მუშაობა გასწია საქართველოს ხეხილოვანი კულტურების ვერტიკალური ზონალობის მიხედვით გაადგილების საკითხებზე. მიღებული აქვს ორდენი და 7 მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 106-107

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

გააზიარე: