Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან წიწილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლელიანი, ლაგოდეხის რაიონი. 1937-1939 წლებში სწავლობდა დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის ორ წლიანი პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; თბილისი ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგირი ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1934-1937 წწ. მუშაობდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის შვიდ წლიან სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 1939 წელს დაინიშნა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორად და ისტორიის მასწავლებლად, სადაც დაჰყო 1978 წლის 22 დეკემბრამდე; ის იყო ამ სკოლის პირველი დირექტორი; 1940 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სადაც მოუსწრო დიდმა სამამულო ომმა; 1946 წლის იანვარში დაუბრუნდა სამოქალაქო ცხოვრებას და განაგრძო მუშაობა სოფელ აფენის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორად; სკოლის პარალელურად ასრულებდა საზოგადოებრივ საქმეს; წლების მანძილზე იყო საზოგადობა "ცოდნის" (საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი) ლექტორთა ჯგუფის თავმჯდომარე, რისთვისაც დაიმსახურა საპატიო სიგელი; ასევე მიღებული აქვს მრავალი სხვადასხვა ჯილდო, როგორც თავის საქმის პროფესიონალს და დიდი სამამულო ომის მონაწილეს, დაჯილდოებულია: საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს კოლეგიისა და პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმისგან სოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებისთვის მედლით (1973), საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს კოლეგიისა და პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმისგან სოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებისათვის მედლით (1974), საპატიო სიგელით - საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების სასწავლო დაწესებულებებში 1973-1974 სასწავლო წელს მოსწავლეთა მიღების გეგმის შესრულების საქმეში ნაყოფიერი მუშაობისთვის; საპატიო სიგელით - საქართველეოს საზოგადოება "ცოდნის" გამგეობის პრეზიდიუმისგან სალექციო პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობისთვის (სრულიად საკავშირო საზოგადოება "ცოდნის" 30 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, 1977). 2023 წლის 21 სექტემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის მე-2 საჯარო სკოლაში გაიხსნა ლევან წიწილაშვილის სახელობის მუზეუმი; 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში ქ. ლაგოდეხის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა მისი ფოტოები, როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწისა. წყარო: ლ. მ. წიწილაშვილი : ნეკროლოგი // გამარჯვების დროშა. - ლაგოდეხი, 1978. - 28 დეკემბერი; მემატიანე: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |