The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ქარჩავა

ვლადიმერ ქარჩავა
Date of birth:4 February, 1920
Date of death:1999  (at 78 years)
Category:Scientist, Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი.

1938 წელს ჩაირიცსა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე; დაამთავრა თელავის სამხედრო სასწავლებელი უმცროსი ლეიტენანტის წოდებით 1941 წლის დეკემბერში. 1943 წლის სექტემბერში სწავლა განაგრძო სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტეტში, რომელიც დაამთავრა 1944 წელს; 1951 წლიდან სწავლობდა ასპირანტურაში.

საბჭოთა კავშირის დიდმა სამამულო ომმა მოუსწრო პირველ კურსზე; 1942 წლის იანვარში მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე; მტერთან უთანასწორო ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1943 წლის მაისში  როგორც ინვალიდი დემობილიზაციით დაბრუნდა შინ; 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1976 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოაქვეყნა მთელი რიგი სამეცნიერო შრომები; მისი ნაშრომები სისტემატურად ქვეყნდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის, აგრეთვე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომებში; განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა პროფესორის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.მიღებული აქვს ორდენები და მედლები.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 107-108; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია: taas.ge

Awards and Honors

  • 1987 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Bibliography


Share: