The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ ყიფიანი

როსტომ ყიფიანი
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1987  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით 1941 წელს.

საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში. 1944 წლის თებერვალში კონტუზიისა და მხედველობის მკვეთრი გაუარესების გამო დემობილიზებულ იქნა. 1946 წლის იანვრიდან ჩაირიცხა ასპირანტად საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში. 1951 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის, 1971 წელს დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1984 წლიდან პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს 12 საავტორო მოწმობა და რაციონალიზატორული წინადადებების დიპლომი. შექმნილი აქვს მცენარეთა დაცვის ეფექტური პრეპარატები. პირველი მეცნიერია, რომელმაც რადიოაქტიური იზოტიპები და გამოსხივებანი გამოიყენა სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურების მავნებლების შესწავლასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებათა დანერგვაში. 1972 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭომ დააჯილდოვა სპეციალური პრემიით ნაძვის დიდი ლაფანჭამიას წინააღმდეგ ეფექტური პრეპარატის შექმნისათვის. 1976, 1978, 1980 1982 წლებში მან მიიღო საქართეელოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენების დიპლომები. 1974, 1983, 1984 წლებში - საკავშირო გამოფენის დიპლომები და საბჭოთა კავშირის გამომგონებლის საპატიო ნიშანი. ის 40 წელზე მეტხანს ხელმძღეანელობდა ბიოფიზიკური მეთოდების განყოფილებას, რომელსაც 1991 წელს მიენიჭა მისი დამაარსებლისა და უცვლელი ხელმძღვანელის პროფესორ როსტომ ყიფიანის სახელი. სამამულო ომის ინვალიდმა დაიმსახუვორა ორდენი და მედლები, მათ შორის მედალი "საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წლისთავისთვის".

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 113-114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: