The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარა ჩახვაშვილი

ვარა ჩახვაშვილი
Date of birth:1926
Date of death:2000  (at 74 years)
Burial location:ქ. სიღნაღი
Category:Singer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა საბუღალტრო კურსები.

დაიბადა ცნობილი სიღნაღელი მეგარმონისა და მეწაღის ვანო ყაითმაზოვის ოჯახში. მუშაობდა ჯერ რაიონის კულტურის განყოფილებაში, შემდეგ სამუსიკო სასწავლებლის ბუღალტრად, ასევე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სიღნაღის მუსიკალურ სასწავლებელში. 1964 წელს გაიმარჯვა ხალხური თვითმოქმედი კოლექტივების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე და "დაიგვიანეს" საუკეთესო შესრულებისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. მღეროდა სიღნაღის ხალხური სიმღერების ვაჟთა ანსამბლში, რომელსაც ლოტბარი ვლადიმერ ნანობაშვილი ხელმძღვანელობდა. ვერა ჩახვაშვილს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა ცნობილ კომპოზიტორთან სანდრო მირიანაშვილთან და დიდი წარმატებით ასრულებდა მის სიმღერებს. 1967 წლის 29 აპრილს სანდრო ახმეტელის 80 წლის იუბილეზე სიღნაღის ვოკალურ ჯგუფთან ერთად მან ორი სიმღერა შეასრულა - "მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ" (სიკო ფაშალიშვილის ტექსტი) და ნიკო სულხანიშვილის "დაიგვიანეს". ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ კონკურსში, სადაც პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. 1969 წელს სოლისტად მიიწვიეს ოთარ ბერძენიშვილის ვოკალურ ანსამბლში. 1970 წელს ფირმა "მელოდიამ" გრამფირფიტაზე ჩაწერა მისი სამი სიმღერა – "ნანა", "დაიგვიანეს" და "ოროველა", ამავე პერიოდში საქართველოს ტელევიზიამ ფირზე აღბეჭდა მის მიერ შესრულებული "დაიგვიანეს". პოეტმა გიორგი ჯანგულაშვილმა ვერა ჩახვაშვილს ლექსი მიუძღვნა, მისი ჯილდოები, სიგელები და მედლები ინახება სიღნაღის მუზეუმში. სახალხო მომღერალი.

წყარო: ნუმც მოიშლება ხსენება მათი... : კრებული / გელა ქოქიაშვილი.-თბ.,2019.- თბ.,2019 გვ. 332-336


Share: