Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მეძმარიაშვილი მიხეილ![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებული სტუდია 1929 წელს; მოსკოვის რეჟისორთა დახელოვნების კურსები 1952 წელს. პირველი როლი ქუთაისის თეატრის სცენაზე განასახიერა (1919-1920 წწ. სეზონი) ი. გედევანიშვილის პიესაში "მსხვერპლი", შეასრულა მედუქნის ბიჭის როლი; ძირითადად ასრულებდა ეპიზოდურ როლებს; 1924 წელს სტაჟიორად ჩარიცხეს ქუთაისის თეატრში, ხოლო სეზონის ბოლოს დაინიშნა რეჟისორის თანაშემწედ; როგორც მსახიობი და რეჟისორი სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის (1925-1926), ქუთაისის (1926-1927), ბორჯომის (1927-1928) თეატრებში; 1929-1931 წლებში იგი მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით არსებული ქუთაის-ბათუმის თეატრის მსახიობია; შემდეგ თბილისში მოღვაწეობს და იწყებს ინტენსიურ სარეჟისორო საქმიანობას; 1936-1945 წლებში თბილისის სანკულტურის თეატრშია დამდგმელ რეჟისორად და მსახიობად; 1945-1950 წლებში ახალციხის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორია, ხოლო 1950-1955 წლებში თელავის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი; სხვადასხვა დროს მთავარ რეჟისორად მუშაობს ფოთის (1955-1956) და ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახ. თეატრებში (1956-1957); 1958-1966 წლებში პედაგოგობას იწყებს და თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში რეჟისორისა და მსახიობის ოსტატობის კურსს კითხულობს; 1966-1976 წლებში მესხეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორია, ხოლო 1977-1985 წლებში - კვლავ თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში რეჟისორისა და მსახიობის ოსტატობის პედაგოგია; შესრულებული როლები: როზენკრანცი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), არისტო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გურამი (ა. შანშიაშვილის "ლატავრა") გოჩა (კ. კალაძის "როგორ"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), პერესტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), გოჩა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), აბდულ-შაჰილი ( ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო") და სხვა. მ. მეძმარიაშვილმა რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქის სცენაზე განახორციელა: გ. ქელბაქიანის "სევდიანი რომანი", ა. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა" (დრამა 5 მოქმედებად 8 სურათად), ავქს. ცაგარელის "ხანუმა", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ვ. ვოინჩის "კრაზანა", ტრ. რამიშვილის "სტუმარმასპინძლობა", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", "ყაჩაღები", ვ. დარასელის "კიკვიძე", ა. ოსტროვსკის "გვიანი სიყვარული", მიხ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი", ბ. ქელბაქიანის "განა ეს სიყვარულია", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი" და სხვა დადგმები. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.7 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |