The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჩარკვიანი

ალექსანდრე ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1994  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლადრედი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1937 წელს. სწავლობდა საქართველოს პარტიულ სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

მუშაობდა ეცერის არასრული საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ რაიონული გაზეთის "ახალი სვანეთის" რედაქციაში ინსტრუქტორად. 1940-1942წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ზემო სვანეთის რაიკომის სამხედრო განყოფილების გამგე. 1942-I943წწ. უხელმძლვანელა სპეციალური დანიშნელების პარტიზანულ რაზმს სვანეთის მთებში და დაიმსახურა უფროსი ლეიტენასტის სამხედრო წოდება. 1943 წელს ის დაინიშნა ერთ-ერთი რაზმის მეთაურად. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე.  ომის შემდეგ მუშაობდა საქართველოს კპ ზემო სვანეთის რაიკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. 1949 წლის სექტემბერში აირჩიეს რაიკომის მდივნად. 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა მესტიის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1968 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცჩიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა და დაიწყო მუშაობა ჯერ ს. ჯანაშიას სახელობის საქართეელოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტეტის უფრს მეცნიერ თანამშროელად. დაიმსახუორა ორდენები და I4 მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 117-119

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი (ორგზის)
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: