შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გოგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს. სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში; პირველსავე ნამუშევრებში გამოავლინა დახვეწილი გემოვნება და სახასიათო მსახიობისათვის დამახასიათებელი კომედიური ნიჭი; კ. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მის მიერ შესრულებული მრავალი როლიდან აღსანიშნავია: პიეტრო, ფესტი, მღვდელი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეთორმეტე ღამე", "რიჩარდ III"), მწყემსი (ალ. ყაზბეგის "მოძღვარი"), ლუკა (მ. გორკის "ფსკერზე"), მდივანი (გრ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), რომული (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მათიასი (ბ. პერიალისის "ბაფთიანი გოგონა"), კონდუქტორი (მ. სებასტიანის "უსახელო ვარსკვლავი"), გურამი (ო. იოსელიანის "ცეცხლთან თამაში"), შალვა (აკ. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), პულჩინელა (ედუარდო დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), ბარონი (ალფრედ დე მიუსეს "სიყვარული სახუმარო არ არის"), პანტალონე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), სოფოკლე (ჯ. ფლეჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), რაბინი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ანუჩკინი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), გლახუნა (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), გიდი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ლობი (ფ. დიურენმატის "მილიარდერის ვიზიტი") და სხვა; გ. გოგუას გარკვეული დამსახურება მიუძღვის თბილისის პანტომიმის თეატრის ჩამოყალიბებაში; იგი რამდენიმე პანტომიმური სცენის თანაავტორი და მუსიკალური გამფორმებელია, მათ შორის აღსანიშნავია: "გაათავისუფლეთ სიმღერა", "უკანასკნელი ზარი", "მუშკეტერის სიკვდილი". ეწეოდა ინტენსიურ საგასტროლო-საესტრადო მოღვაწეობას. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.7 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |