შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ხონელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: 1905-1910 წლებში ხონის დრამწრეში, 1910-1912 წლებში თბილისის თეატრებში, 1912-1913 წლებში სეზონში ქუთაისის თეატრში, 1919 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ქუთაისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე; 1920 წელს კვლავ განაგრძო მსახიობობა. მუშაობდა შემდეგ თეატრებში: 1920-1923 წლებში ბათუმში, 1923-1926 წლებში ჭიათურის თეატრში. 1928 წელს ისევ ქუთაისის თეატრში დაბრუნდა. ძირითადად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის აღსანიშნავია: კოწო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნეს ქორწინება"), პავლე (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), ვიქტორ ბუყიაშვილი (ტრ. რამიშვილის "სტუმარმასპინძლობა"), კოხტაია, ზაქარა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ელიზბარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), ხოჯა სულეიმანი (ილ. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), პეჩენეგოვი (მ. გორკის "მტრები"), ლუპაჩევი (ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), ადმირალი მილიცინი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), სვატაევი (კ. სიმონოვის "უცხო აჩრდილი"), გრაფი ნეიპერი (ვ. სარდუს "მადამ სან ჟენი"). შ. ხონელის ცხოვრება და შემოქმედება განსაკუთრებულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრთან. იგი ამ თეატრის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად მიიჩნეოდა და ერთობ კოლორიტული და ემოციური მგზნებარების მსახიობს, მაყურებელთა შორის სავსებით დამსახურებულად ჰქონდა მოპოვებული პოპულარობა და სიყვარული. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.8 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |