The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჭილაშვილი

შალვა ჭილაშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2005  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1941 წელს.

გაიგზავნა სამუშაოდ ტყვარჩელში. 1942 წელს გაიწვიეს მოქმედ არმიაში, სადაც მიანიჭეს უფროსი სერჟანტის წოდება. მეთაურობდა ოცეულს 1943 წლის მარტამდე, როდესაც დემობილიზებულ იქნა, როგორც სპეციალისტი. 1943-1946წწ. მუშაობდა ჯერ შახტის ვენტილაციის, შემდეგ უსაფრთხოების ტექნიკის განყოფილების უფროსად. 1947-1948წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წიაღისეულის დამუშავების კათედრის ასისტენტი აკადემიკოს გრ. წულუკიძესთან. 1948 წლიდან მუშაობდა შრომის დაცვის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ლაბორატორიის ხელმძღვანელად. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი მეცნიერული შრომა, აქეს 15 საავტორო მოწმობა. 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 135

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: