The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ხახაშვილი

შალვა ხახაშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანელი ენის ფაკულტეტი 1954 წელს. 

1943 წლის იანვარში 16 წლისა მოხალისედ წავიდა წითელი არმიის რიგებში. მიიღო მონაწაილეობა საომარ მოქმედებათა პირველ და მეორე ბელორუსიის და მეორე უკრაინის ფრონტებზე1946 წელს ფრონტზე მიღებული ჭრილობის გართულების გამო დემობილიზებულ იქნა არმიიდან როგორც დიდი სამამულო ომის ინვილიდი. 1954 წელს დატოვეს გერმანული ენის კათედრაზე მასწავლებლად, იყო გერმანული ენის ფაკულტეტის დეკანი. შემდეგ უცხო ენების სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე. მინიჭებული აქვს პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და დოცენტის წოდება. გამოაქეეყნა 30-ზე მეტი ნაშრომი. 40-წელზე მეტია ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოებულია ორდენებით და მედლებით, მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და უმაღლესი მთავარსარდლის 9 მადლობა.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 137

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: