შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონდრატე ხოჯელანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა მესტიის საშუალო სკოლა; ოფიცერთა სკოლა. საშუალო განათლების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მონაწილეობა მიიღო მონღოლეთის ბრძოლებში; მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა იაპონიის წინააღმდეგ; 1944-1945წწ. მისი პოლკი იბრძოდა აღმოსავლეთ ჩინეთში მანჯურიის ტერიტორიაზე პორტარტურამდე; 1947 წელს სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თავის მშობლიურ მესტიაში და სხვადასხვა დროს მუშაობდა დოსააფში, სამხედრო კომისარიატში; მესტიის მეორე საშუალო სკოლაში. დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე, მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.488 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |