Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ხვინთელანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შრომა, სოხუმის რაიონი. დაამთავრა გ. ვ. პლეხანოვის სახელობის აკადემია (ყოფილი სახალხო მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი); მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე სახელმწიფო, სასწავლო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში. არის სოლიდური სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი; დამაარსებელი და პრეზიდენტია საზოგადოებრივი ორგანიზაციისა - "დიასპორების სახელმწიფო ფონდი - "კრედო" (ქ. მოსკოვი); "ქართული სტუდენტებისა და ახალგაზრდობის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი; აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულთა არასამთავრობო ორგანიზაციების - ცენტრი "რწმენა"-სა (თბილისი) და საზოგადოება "დიასპორა-კრედოს" (თბილისი) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. გამომცემელი არის აგრეთვე რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო კომიტეტის", "აფხაზეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდის", "რუსეთ საქართველოს მეგობრობის საზოგადოება "ძალისას" წევრი. ავტორი და ხელმძღვანელია საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული პროექტებისა, იგი ხელმძღვანელობს მაშტაბურ პროექტებს - ვიდეო ფილმების სერიალის "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია". ავტორია მრავალი სამეცნიერო მონოგრაფიისა და ბროშურებისა. გამოცემული აქვს საინტერესო წიგნები "კომპასი", "კომპასი-2", "უკომენტაროდ", "ჟამი შეკრებად ქვათა", "უცხონი ჩვენ კი არა ვართ" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.490 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |