The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ხერხაძე

ანზორ ხერხაძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 2019  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი 1962 წელს.

1962 წლიდან ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობია. ნათამაშები აქვს 200-ზე მეტი როლი. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოსოია (ნ. დუმბაძე "მე ვხედავ მზეს", რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), ოსვალდი (იბსენი "მოჩვენებანი", რეჟ. მ. იმედაძე), დათიკო (ი. ჭავჭავაძე "გლახის ნაამბობი", რეჟ. აკ. ვასაძე), იეთიმ გურჯი (ო. მამფორია "იეთიმ გურჯი", რეჟ. ი. მაცხონაშვილი), პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკი "პლატონ კრეჩეტი", რეჟ. ა. ტუმილოვიჩი), პორფირი (დ. კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება", რეჟ. შ. კობიძე), მეფე გიორგი (კ. გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენა", რეჟ. გ. ქავთარაძე), ბატონი ამილკარი (ივჟამიაკი "ბატონი ამილკარი", რეჟ. ე. ეგაძე), მირვანოზი (ი. სამსონაძე "აბეშურა-ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი", რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), აქტიორი (აკაკი "სამეფოო, ძველთა-ძველო", რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), გრენგოლმი (შ. დადიანი "გუშინდელნი", რეჟ. გ. სიხარულიძე); 1980-1998წწ. იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე; ფილმოგრაფია: "პირველი მერცხალი" - ვახტანგი (1975), "გასეირნება თბილისში" (ნამდვილი თბილისელი და სხვები) (1976), "ბაკულას ღორები" - ალექსანდრე შარიქაძე (1976), "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ვაჟა (2017). მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 2010 წელს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; ქუთაისის ლ. მესხიშვილის დრამატული თეატრი: meskhishvili-theatre.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - აკაკი ხორავას სახელობის პრემია
  • 2017 - ხელოვნების ქურუმი
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2003 - წლის საუკეთესო მსახიობი
  • 2002 - ლადო მესხიშვილის სახელობის პრემია
  • 2001 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: