Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ქაჯაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენის სპეციალობით 1982 წელს. თარგმნის ინგლისური, ფრანგული და რუსული ენებიდან; მისი თარგმანები 1981 წლიდან სისტემატურად იბეჭდება სალიტერატურო პრესაში; 1975-1981წწ. მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში"; 1981–2007წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქციაში, ჯერ ხელოვნების, მერე თარგმანის განყოფილებაში; 1999–2002წწ. ქართული პენ-კლუბის გაზეთსა და შემდგომ ჟურნალში "ქომაგი"; 2001-2003წწ. ვახუშტი კოტეტიშვილის გაზეთში "ქართული სიტყვა" თარგმანის განყოფილებებში; გაზეთ "24 საათში" (დამატება "დედაქალაქი"); 2008 წლიდან ქალაქ თბილისის საკრებულოში, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. არის ავტორი თარგმანებისა: ჯ. ბარნსის "ფლობერის თუთიყუში", თ. ვულფის "მოხედე შენს სახლს, ანგელოზო", უ. გოლდინგის "ბუზთა ბატონი" და ა.შ., 2007-2011 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – "გალას" ჟიურის წევრი. წყარო: დიოგენე: diogene.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |