შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გაზაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყორნისი, ტიფლისის გუბერნია (შიდა ქართლი). დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1927 წელს. 1927-1940წწ. მუშაობდა სამედიცინო დაწესებულებებში ექიმის თანამდებობაზე; 1940-1946წწ. იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ბაქოში ლეგიონის მთავარ ექიმად; 1946 წლიდან იყო ქ. სტალინირის სამედიცინო სკოლის დირექტორი; სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1924 წელს; ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას რუსულიდან ოსურ ენაზე; მუშაობდა პროზის და ფოლკლორის ჟანრში; მისი ნაწარმოები იბეჭდებოდა ჟურნალ "ფიდიოგში" და სტალინირის გაზეთ "კომუნისტში", აგრეთვე სამხრეთ ოსეთის სახელგამში; თარგმნიდა მ. გორკის, მ. ლერმონტოვისა და ნ. გოგოლის ნაწარმოებებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.714-718 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |