შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გიორგეთი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ომში ავღანეთში, შემდეგ მსახურობდა ვერტმფრენის ეკიპაჟის მეთაურად ციმბირში; 1991 წლიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, შემდეგ - აფხაზეთში; 1992 წლის თებერვლიდან მეთაურობდა ეროვნული გვარდიის სამმართველოს საავიაციო პოლკს; მისი ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის აფხაზ სეპარატისტებს ჯილდოდ ათასობით მანეთი ჰქონდათ დაწესებული; 1992 წლის 26 დეკემბერს დაიღუპა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მისი "მი-24" ვერტმფრენის კოდორის ხეობაში პატრულირების დროს ჩამოგდების შედეგად; მის საფლავზე, დღემდე დგას ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მეგობარმა მის საფლავზე დასვა; დაიღუპა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში; მას რუსები მეტსახელად "შავ გენერალს", ხოლო აფხაზი სეპარატისტები "საჰაერო ხულიგანს" ეძახდნენ; 2017 წელს სამგორის რაიონის უსახელო ქუჩას ჯიმი (ჯიმშერ) მაისურაძის სახელი მიენიჭა. სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: m.facebook.com; თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; პირველი არხი: 1tv.ge; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.287-288 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |