The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ კვაჭანტირაძე

არტემ კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1919  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ოქროსქედის სასაფლაო, ოზურგეთის რაიონი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოქროსქედი, ოზურგეთის რაიონი.

სწავლობდა ხარკოვის მუსიკალურ სასწავლებელში. 1909 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ვარშავის კონსერვატორიაში.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1901 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გადაწყვეტილებით გიმნაზიის დირექტორად იოსებ ოცხელი დაინიშნა, გიმნაზიის სიმებიან ორკესტრს ხელმძღვანელობდა არტემ კვაჭანტირაძე. იგი ავტორია პირველი ქართული ვალსისა "გურულების სიზამარი", რომელიც ნასაკირალის ბრძოლას მიეძღვნა. ვალსი დაიბეჭდა 1906 წელს მოსკოვში გროსეს მუსიკალური ლიტერატურის ლითოგრაფიაში. იოსებ ოცხელის შემწეობით იქვე დაიბეჭდა არტემ კვაჭანტირაძის მეორე ვალსი "დარდი საქართველოზე", რომელიც წიწამურში ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ეძღვნებოდა. ეს ვალსი პირველად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ილიას მკვლელობის წლისთავზე იქნა შესრულებული. არტემ კვაჭანტირაძეს, გარდა ამ ორი ვალსისა, სხვა მუსიკალური ნაწარმოებებიც ჰქონდა დაწერილი, მათ შორის ოპერა, თუმცა ისინი არ შემორჩენილა.

წყარო: პედაგოგ-კომპოზიტორი არტემ კვაჭანტირაძე : 1879-1919 / ვ. სიდამონიძე // თეატრალური მოამბე. - 1977. - N12. - გვ.82-85; ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი უცნობი მუსიკალური ნაწარმოები : ვალსი "დარდი საქართველოზე" არტემ კვაჭანტირაძის მუსიკალური ნაწარმოები/ ვახტანგ სიდამონიძე //საბჭოთა ხელოვნება.-თბილისი,1959.-N1.- გვ.48

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება , ნამდვილი წევრი (1914-)

გააზიარე: