შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თურქიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1974 წელს. 1974-1976წწ. მეტეხის თეტრ-სტუდიის მსახიობია; 1976-1993წწ. რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა; 2006 წლიდან გრიბოედოვის თეატრში განაგრძობს მუშაობას; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია-მეტეხის თეტრ-სტუდიაში: კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), მასწავლებელი, ექიმი (ს. მრევლიშვილის "მოდი ვნახოთ ვენახი"), პრისიპკინი (ვ. მაიაკოვსკის "ბაღლინჯო"), ეგნატისი (ს. კრასის "ძალოსნები"), კორჩაგინი (ნ. ოსტროვსკის "რამდენიმე ეპიზოდი კომუნისტის ცხოვრებიდან"); რუსთაველის თეატრში: ტიმი (ა. ლიივესის "მონოლისკი"), ლუა (მ. გეგიას "სიცრუენი"), სანდრო კლიმიაშვილი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), გივი (თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი"), დიმიტრი (გ. სიხარულიძის "გარეუბნის მარტოსახლი"), გლოსტერი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"); გრიბოედოვის თეატრში: ლევ მატვეი (მ. ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"); 1993 წელს გერმანიის ქალაქ ესენის "გრილო-თეატრში" განასახიერა მწყემსის როლი სოფოკლეს "ოიდიპოს მეფეში"; გადაღებულია ფილმებში: ბერი, მოგზაური ("სიბრძნე სიცრუისა"), დირექტორის მეგობარი ("ძნელი დასაწყისი"), ციხის უფროსი ("ყავა და ლუდი", ტელესერიალი), საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ("ცხელი ძაღლი", ტელესერიალი). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.6
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |