The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ვაჩნაძე

კონსტანტინე ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1858
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1914  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოლაგი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა იაროსლავის სამხედრო პროგიმნაზია; თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი; ოფიცერთა სამწყობრო სკოლა 1897 წელს.

სამხედრო სამსახურში ჩადგა 1875 წლის 19 ივლისიდან. მსახურობდა გრენადერთა მე–16 მინგრელსკის პოლკში. რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და I მსოფლიო ომების მონაწილეა. 1909 წლიდან იყო თბილისის მე-15 გრენადერთა პოლკის მეთაურის მოადგილე; 8 წელი ხელმძღვანელობდა ასეულს, 5 წელი – ბატალიონს. 1914 წლის 20 მარტიდან მეთაურობდა შემახის 205–ე ქვეითთა პოლკს. კონსტანტინე ვაჩნაძე გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან. სამხედრო წოდებები: პრაპორშჩიკი (16.04.1878), პოდპორუჩიკი (18.04.1883), პორუჩიკი (18.04.1887), შტაბს–კაპიტანი (15.03.1895). გენერლის წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდეგ.

წყარო: რუსეთის არმიის ოფიცრები: ria1914.info; გენერლები საქართველოდან : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე/ლ. დოლიძე. - თბ. 2003.- გვ. 56: dspace.nplg.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1909 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: