The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულიკო ნიჟარაძე

გულიკო ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის განხრით 1961 წელს.

1960 წელს გ. ნიჟარაძე საქართელოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობი გახდა. წარმატებით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: "ქართული", "სამაია", "დავლური", "სიმდი" და სხვ., როგორც უცხო ენების სპეციალისტმა ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ანსამბლის სარეკლამო საქმიანობას და საქართველოს ისტორიის წარმოჩენა-პროპაგანდას, ეს იქნებოდა სხვადასხვა ტელესტუდიებიდან გადაცემებში, თუ უშუალოდ სცენიდან კონცერტის წინ; 1968 წელს გ. ნიჟარაძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ინგლისური ენის პედაგოგად, არის ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ასისტენტ-პროფესორი; 1970-1975წწ. მუშაობდა საქართვლოს  პროფკავშირების სასახლის ქართული ცეკვის სტუდიაში. მირებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1967).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო).- თბ.,2008.- გვ. 18


გააზიარე: